მთავარისაქართველოკახა კალაძე თბილისის მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

კახა კალაძე თბილისის მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ამბობს, რომ მერიის შენობაში 12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე, თანაგუნდელებთან ერთად მოსახლეობას შეხვდება.

მისი განცხადებით, ეს იქნება შესაძლებლობა, გაესაუბროს თანამოქალაქეებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც სახელმწიფოსთვის თავისი ხმის მიწვდენას ვერ ახერხებს. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ თბილისის მერად მე-3 ვადით არჩევა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისელებს და თქვა, რომ ქალაქის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა. ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობაა, მესამე ვადით მოიპოვო თბილისელების ნდობა და მხარდაჭერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია, გავაგრძელოთ ყველა დაწყებული რეფორმა და განვახორციელოთ გეგმები, რაც წინასაარჩევნოდ წარმოგიდგინეთ. ეს არის ერთი მხრივ დასტური იმისა, რომ მივდივართ სწორი გზით – ყველასთვის თვალსაჩინოა ჩვენი ულამაზესი თბილისის სასიკეთო გარდაქმნა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, მეტი წვლილი შევიტანოთ დედაქალაქის განვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend