პრემიერი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა. შანხაის ჰუნგციაოს საერთაშორისო აეროპორტში მას ქალაქის ვიცე-მერი სიე ტუნგი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ ლი ციანს.
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში.
ამავე უწყების ცნობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.


