კატეგორიები

გერმანიის საგარეო მინისტრი მოუწოდებს ქვეყნებს, არ გამოცადონ ბირთვული იარაღი

გერმანიის საგარეო მინისტრი მოუწოდებს ქვეყნებს, არ გამოცადონ ბირთვული იარაღი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს, მათ შორის აშშ-სა და რუსეთს, მოუწოდა, თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის გამოცდისგან.

მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, რომ ბირთვული იარაღის მქონე ხუთივე სახელმწიფომ, აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელონ ბირთვული გამოცდების აკრძალვაზე მოქმედი მორატორიუმი.

ვადეფულის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ბირთვული იარაღის ტესტირების აღდგენას გეგმავს.

მანამდე კი რუსეთმა ორი ბირთვული იარაღი გამოსცადა.

ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის ბოლო გამოცდიდან 33 წელი გავიდა, თუმცა ტრამპის თქმით, ტესტირების განახლება აუცილებელია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან არსებული საფრთხის საპასუხოდ.

„სხვა ქვეყნებში მიმდინარე ტესტირების პროგრამების ფონზე, მე დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

დაკავშირებული ამბები
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რეგიონში სტაბილურობის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა გერმანიიდან გამგზავრების შემთხვევაში, 17-დან 45 წლამდე მამაკაცი ვალდებულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსგან ნებართვა მიიღოს
სხვა ამბები