მთავარიევროპათურქეთიგერმანია მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას

გერმანია მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინი მხარს უჭერს თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას. მერცმა ამის შესახებ ანკარაში, რეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გერმანიის ლიდერი თურქეთში დიპლომატიური ვიზიტით 30 ოქტომბერს ჩავიდა ჩავიდა. მისი ვიზიტი მოჰყვა კვირის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერის ანკარაში სტუმრობას, რომლის დროსაც ლონდონსა და ანკარას შორის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში სამი მილიონამდე თურქი ცხოვრობს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გარკვეული უთანხმოებაა. ბერლინი აკრიტიკებს თურქეთის ოპოზიციის ლიდერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების საკითხს, ხოლო ანკარა არ ეთანხმება გერმანიის პოზიციას ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა შეხვედრის დროს მკვეთრად გააკრიტიკა ისრაელი და განაცხადა, რომ „ჰამასს არ აქვს ბომბები ან ბირთვული იარაღი, რომელიც ისრაელს გააჩნია.“
„ვერ ხედავთ განსხვავებას?“ – ამ სიტყვებით ერდოღანმა ფრიდრიხ მერცს მიმართა.

უთანხმოების მიუხედავად, გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ ბერლინი კვლავ მხარს უჭერს თურქეთის ევროპულ ინტეგრაციას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგის გაგრძელება ორივე ქვეყნის ინტერესებშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend