მთავარისაქართველოთბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 4 ოქტომბერს არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, სხდომები ქვეყნის მასშტაბით 11 საათზე დაიწყო.

კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, სიტყვით გაიხსნა მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა თბილისის საკრებულოში. მან განაცხადა, რომ „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები, საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაატარა“. მისივე თქმით, არჩევნები „გამჭვირვალე, მშვიდ და ორგანიზებულ“ გარემოში წარიმართა.

ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეც. თბილისის საკრებულოს კვლავ ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. იგი საკრებულოს თავმჯდომარედ 45 ხმით აირჩიეს სამის წინააღმდეგ.

ზურაბ აბაშიძე თბილისის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა დაიკავა, იგი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend