მთავარისაქართველო„„ქართულ ოცნებას” სიმართლის მოსმენის ეშინია” - თინა ბოკუჩავა

„„ქართულ ოცნებას” სიმართლის მოსმენის ეშინია” – თინა ბოკუჩავა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევრონესტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში დემოკრატია სერიოზულ საფრთხეშია და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება” უკვე ღიად ცდილობს დიქტატურის დამყარებას.

თინა ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების უწყვეტ პროტესტს და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის დაუღალავი ბრძოლა რუსული სტილის მმართველობის წინააღმდეგ გრძელდება.

„თქვენი აზრით, რატომ არ იმყოფება აქ „ქართული ოცნების“ დელეგაცია? იმიტომ რომ მათ არ უნდათ სიმართლის მოსმენა. სიმართლე კი ის არის, რომ როდესაც მოლდოვა ახერხებს პროევროპული ძალების გამარჯვებას, როდესაც უკრაინა ყოველდღიურად ევროპასთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის, ერთ დროს ასოცირებული ტრიოს ლიდერი საქართველო, ერთპარტიული დიქტატორისგან იმართება.

სულ უფრო შეუძლებელი ხდება საქართველოს ევროპული მომავლის მიღწევა და ვუახლოვდებით პუტინისტურ რუსეთს. ივანიშვილის ეს პოლიტიკურ-ეკონომიკური ავტოკრატია აღწევს ყველა სფეროში. ამ დროს, ეს რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის რეალურ ინტერესებს, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციისკენ.

ქართველ ხალხს ყოველდღიურად, ქუჩაში ხელში უჭირავს ევროკავშირის დროშა და იბრძვის რეჟიმის რუსული კანონების წინააღმდეგ. იჭერენ ჟურნალისტებს, რიგით მოქალაქეებს, აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს და ბრძოლა მაინც გრძელდება. ევროპულ სახელმწიფოებს მადლობა ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს დემოკრატიის გადარჩენაში დახმარებისთვის. ერთად ჩვენ ძლიერი ვართ”,- განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend