კატეგორიები

„ევროპა დონა – საქართველოს” წარმომადგენელმა ძუძუს კიბოს შესახებ კვლევების დაფინანსების საჭიროებაზე ისაუბრა

„ევროპა დონა – საქართველოს” წარმომადგენელმა ძუძუს კიბოს შესახებ კვლევების დაფინანსების საჭიროებაზე ისაუბრა

ძუძუს კიბოს შესახებ ცოდნის ამაღლებაზე, არსებულ გამოწვევებზე, სკრინინგის მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა – საქართველოს“ საბჭოს წევრმა, ბელა ბერიშვილმა, პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ონკოპაციენტთა დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები.

ბელა ბერიშვილის თქმით, ისევ პრობლემაა არასრულყოფილი დაფინანსება. მისივე განცხადებით, სკრინინგ ცენტრებში მიმართვიანობა დაბალია.

„ევროპა დონა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სხვა სერვისების დაფინანსების საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ეს სერვისები საკმაოდ ძვირია.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში სხვადასხვა აქტივობა იმართება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები