კატეგორიები

განაჩენი გამოცხადდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე

განაჩენი გამოცხადდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 300 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. საპატიმრო გირაოს გარდა, დავით ტაბიძეს აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, რაზეც ასევე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები