მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროში მსჯელობენ კრემლის მწვავე ცენზურაზე მედიისა და საზოგადოების მიმართ

გაეროში მსჯელობენ კრემლის მწვავე ცენზურაზე მედიისა და საზოგადოების მიმართ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მოუსმინეს.

სპიკერმა რუსეთში ადამიანის უფლებების უმწვავეს მდგომარეობაზე ისუბრა და ყურადღება გაამახვილა მედიისთვის დაწესებულ ცენზურაზე.

სპეციალური მომხსენებელი, მარიანა კაცაროვა მთავრობისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დამოუკიდებელი პირია და ღიად საუბრობს ქვეყანაში ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, განსხვავებული აზრის ჩახშობაზე, ადამიანების უკანონო დაპატიმრებასა თუ მათი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ დროიითვის ქვეყნის მასშტაბით, 29 ჟურნლისტია უკანონო პატიმრობაში. მისივე გამარტებით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულ 51 პირს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა უტარდება.ბა.

„ახლა რუსეთის ხელისუფლებისთვის რეპრესიების ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება გახდა. ეს ყველაფერი მოიცავს ღალატიდან დაწყებული, ჯაშუშობით, უცხო ორგანიზაციასთან ან უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალური თანამშრომლობითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კანონმდებლობის მთელ პაკეტს, რომელიც ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლას ეხება. მთავრობის ეს სტრატეგია ნამდვილად მუშაობს. სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები უბრალოდ სოციალურ მედიაში ომის საწინააღმდეგო შეტყობინებების გამოქვეყნების ან გაზიარების გამო დაისაჯნენ თავდაპირველად ადმინისტრაციული სამართალდარღვევით, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს. ეს კი პრევენციული მექანიზმია იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს თავიანთი გრძნობების გამოხატვის შეეშინდეთ”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მარიანა კაცაროვამ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ რუსეთი მსოფლიოში მესამე სახელმწიფოა პატიმარი ჟურნალისტების რაოდენობის მიხედვით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend