ევრობარომეტრის ახალი კვლევის მიხედვით, ევროპელთა 56% მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.
ბლოკში ახალი ქვეყნების გაწევრებას ყველაზე მეტად შვედეთში ემხრობიან -გამოკითხულთა 79%, მას მოჰყვებიან დანია (75%) და ლიეტუვა (74%). ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა კი დაფიქსირდა ავსტრიაში, ჩეხეთსა და საფრანგეთში – დაახლოებით 43-45%-ის ფარგლებში.

კვლევის თანახმად, გაფართოებას განსაკუთრებით ახალგაზრდები უჭერენ მხარს: 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში მხარდაჭერა 67%-ს აღწევს, ხოლო 25-39 წლისებში -63%-ს.
ამ პროცესს მეტად უჭერენ მხარს ასევე განათლებული მოქალაქეები.

გაფართოების ოპონენტები ძირითად საფრთხეებად უკონტროლო იმიგრაციას ასახელებენ (40%), დანაშაულისა და კორუფციის ზრდას (39%) და გადასახადის გადამხდელებისთვის შესაძლო ეკონომიკურ ტვირთს (37%).


