„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა და მას ესწრებოდნენ საპარლამენტო ჯგუფები – „ევროპელი სოციალისტები“ და „ხალხის ძალა“.
ირაკლი კირცხალიას თქმით, სხდომაზე განიხილეს მხოლოდ ერთი საკითხი – საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.
მისივე განმარტებით, სარჩელი მზად არის, თუმცა მისი შინაარსის შესახებ ბრიფინგზე 28 ოქტომბერს ისაუბრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.


