კატეგორიები

პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს – ამის შესახებ განცხადება თავად საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.

 

მათი თქმით, უწყებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ გამოძიების დაწყების განცხადებით 17 ოქტომბერს მიმართა, სადაც მათივე თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების, შპს ,,საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე მიუთითებდა. უწყების ცნობით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის მუხლებით 24 ოქტომბერს დაიწყო.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები