მთავარისაქართველო„მივიჩნევთ თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობად“ - TI საქართველო ჟურნალისტების დაკავებაზე

„მივიჩნევთ თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობად“ – TI საქართველო ჟურნალისტების დაკავებაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რეპრესიულად აფასებს „შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით“ „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესითა და წინააღმდეგობის გარეშე დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო 10 დღეში ადმინისტრაციული წესით დააკავეს კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი, 1 ჟურნალისტს კი თავისუფლება აღუკვეთეს მცირე დროით.

საუბარია გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ბასტი მგალობლიშვილზე, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამართალდამცველებმა 24 ოქტომბერს დაახლოებით 1 საათით დააკავეს – როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, იდენტიფიცირების მიზნით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მკაცრად გმობს და მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნად აფასებს ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ნაბიჯები მიმართულია თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად.

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. შედეგად, აქციის მიმდინარეობისას გზის გადაკეტვა და სახის დაფარვა ნაცვლად ჯარიმისა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით.

შსს-ს 26 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 23, 24 და 25 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა დააკავეს 60-მდე პირი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend