მთავარისაქართველო„ბოლო 9 თვის განმავლობაში 4700-მდე დარღვევაა გამოვლენილი”- „თბილისი ენერჯი“

„ბოლო 9 თვის განმავლობაში 4700-მდე დარღვევაა გამოვლენილი”- „თბილისი ენერჯი“

ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შიდა ქსელის შემოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, დავით ბალავაძემ.

მისი განცხადებით, თბილისში, ბოლო 9 თვის განმავლობაში 4700-მდე დარღვევაა გამოვლენილი. მან ასევე დაასახელა უბნები, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა.

დავით ბალავაძის თქმით, საცხოვრებელ ფართში ძირითადი დარღვევები გასულ წლებში ღია კამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟს უკავშირდებოდა, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი შემცირებულია.

მისი თქმით, „თბილისი ენერჯი“ კვლავ აწყდება ისეთ პრობლემებს, რომელიც უკავშირდება ქსელის არასწორ მონტაჟსა და გაზის დანადგარების არასწორ მოხმარებას

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend