მთავარისაქართველოჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დააკმაყოფილა შსს-ს მოთხოვნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

„ორივე უმუშევრები ვართ და, იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებთ სახდელის დაკისრებისას… წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს შვილებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ”, – თქვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე.

შსს-ს მტკიცებით, მან 23 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზა ხელოვნურად გადაკეტა.

სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე მაიკო ბოკერია, თუმცა მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ფინანსური სანქცია გათვალისწინებულია საგამონაკლისო შემთხვევაში, როცა პირი არის 12 წლამდე ბავშვის დედა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend