მთავარიევროპალიეტუვარუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ისევ დაარღვიეს ლიეტუვის საჰაერო სივრცე

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ისევ დაარღვიეს ლიეტუვის საჰაერო სივრცე

23 ოქტომბრის ღამეს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ლიეტუვის საჰაერო სივრცე – იუწყება ქვეყნის თავდაცვის ძალები.

სამხედროების განცხადებით, ინციდენტი ცენტრალური ევროპის დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა, როდესაც კალინინგრადის რეგიონიდან აფრენილმა ორმა თვითმფრინავმა სუ-30 გამანადგურებელმა და ილ-78 ტიპის საწვავის შევსების ტანკერმა ლიეტუვის საჰაერო საზღვარი გადაკვეთეს და ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 18 წამი დარჩნენ.

საჰაერო სივრცის დარღვევისთანავე, რუსულ თვითმფრინავებს დაედევნენ ნატოს ბალტიის საჰაერო პოლიციის ესპანური ტაიფუნის ტიპის გამანადგურებლებლები, რომლებიც რეგიონში პატრულირებდნენ.

მომხდარს დაუყოვნებივ გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და თქვა, რომ ალიანსმა რუსეთის ქმედებებს პასუხი უნდა გასცეს. ბოლო თვეებში რუსული თვითმფრინავები თუ საჰაერო დრონები მუდმივად არღვევენ მოკავშირე ქვეყნების საჰაერო სივრცეებს. სხვადასხვა დროს რუსული საფრენი აპარატები გამოჩდნენ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, დანიაში, ნორვეგიაში და არა მხოლოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend