მთავარისაქართველო„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ უქმდება

„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ უქმდება

საქართველოს მთავრობამ “განათლების საერთაშორისო ცენტრის” გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისი დადგენილება 21 ოქტომბრითაა დათარიღებული. როგორც დოკუმენტში წერია, ცენტრი ახალი წლიდან გაუქმდებდა და მის ფუნქციებს განათლების სამინისტრო გადაიბარებს.

იქამდე კი დადგენილების მიხედვით უნდა შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც კონკრეტულ სალიკვიდაციო ღონისძიებებს გაატარებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014  წელს. ცენტრის მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ესწავლათ და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ შეძენილი ცოდნა საქართველოში გამოეყენებინათ. სწორედ ამ მიზნით ჰქონდა ცენტრს სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend