მთავარისაქართველოპროკურატურამ დააკავა სუსის ყოფილ უფროსთან დაკავშირებული პირი

პროკურატურამ დააკავა სუსის ყოფილ უფროსთან დაკავშირებული პირი

საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სუსის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ანდრია ლილუაშვილი.

გამოძიება მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის უკანონო ლეგალიზებას“ და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს პატიმრობას ვადით 9-დან 12 წლამდე:

„საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც [სსკ-ს 194-ე მუხლით], ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს „ზეგავლენით ვაჭრობას“. ასევე ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით…“ – განაცხადა პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა.

22 ოქტომბერს სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ უწყებამ დაკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისივე განმარტებით, მან აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend