მთავარისაქართველო„სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა"- თბილისში ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს

„სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა”- თბილისში ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს

კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა” ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციამ, “ევროპა დონა საქართველომ” და კავკასიის ონკო-საზოგადოება Hope-მა.

შეხვედრაზე სპიკერებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და შედეგებზე და თქვეს, რომ კვლავ პრობლემაა როგორც არასრულყოფილი დაფინანსება, ასევე სკრინინგ ცენტრებში მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი. მათივე განცხადებით, ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, თითქმის არასდროს მიუწვდებათ ხელი სარეაბილიტაციო და ფსიქილოგიური დახმარების სერვისებზე.

„4 თებერვალს შედგა პეტიცია გამოწვევების შესახებ. ეს არის სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება, რომლებიც ათასობით ლარი ღირს და პაციენტები, ვინც სკრინინგს ჩაიტარებენ, დიაგნოზის დასმამდე შუალედში, საჭირო კვლევები არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ონკოპაციენტი, რომელიც მკურნალობას დაასრულებს, წარმოიდგინეთ სახელმწიფომ გადაიხადა თანხა უმკურნალა პაციენტს და შემდეგ შუალედრური კვლევები ასევე რამდენიმე ათასლი ლარი ღირს არ ფინანსდება ასევე სახელმწიფოსგან, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვერ იტარებს ხალხი გამოკვლევებს და უკვე ძალიან დაგვიანებულ  ეტაპზე მოდიან  და სახელმწიფოს ეს გაცილებით ძვირი უჯდება. ძალიან ბევრია სამუშაო, რომ ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი პაციენტისთვის. საჭიროა, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია გავხადოთ აქტუალური. რეალურად ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ პაციენტის სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა იყოს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის“, – ამბობს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

“დამიდგინდა ორივე ძუძუს კიბო, ჩავიტარე ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, შესაბამისად ოპერაციაც, ახლა ჰორმონოთერაპიას გავდივარ, თუმცა გამარჯვებული და გამოჯანმრთელებული გოგო მქვია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და ღიმილიანად არ მიდის ეს პერიოდი, თუმცა ჩემნაირი გოგოების დახმარებით, ბევრად მარტივია ამ გზის გავლა, რადგან გვერდში დგომა და ჯანსაღი თანაგრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოფო ართილაყვამ, “ევროპა დონა საქართველოსა“ და “ჰოუფის” ბორდის წევრმა.

“ჯანდაცვის სამინისტროს კომიტეტთან ერთად ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, იმისთვის, რომ მკერდის კიბოს შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებებიდან დაწყებული, როგორიც სკრინინგია, დამთავრებული მკურნალობამდე უწყვეტი ჯაჭვის ნაწილში ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული,  თუ არსებობს კიდევ პატარ-პატარა რგოლები რომლებიც ამოსავსებია ამ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილში, ვეცდებით, რომ ესეც მაქსიმალურად იყოს ამოწურული, დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება”, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend