კატეგორიები

სურსათის სააგენტო რძის შეძენაზე განცხადებას ავრცელებს

სურსათის სააგენტო რძის შეძენაზე განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის წარმოების და შენახვის სტანდარტები.

სააგენტოს მიერ გავრეცლებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ასეთ ადგილებში ხშირად ხდება რძისა და რძის პროდუქტების შემოწმება და უამრავი დარღვევაა გამოვლენილი.

განცხადებას უცვლელადს გთავაზობთ:

“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. სპეციალისტების მიერ კონტროლდება როგორც რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი), ასევე, ნიმუშების აღება ხდება სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით.

გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ ნედლეულის, რომლისაგანაც იწარმოება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებლზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების (ანტიბიოტიკების), აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები