მთავარისაქართველოსაქსტატის გარემოს სტატისტიკის ახალი პორტალი ამოქმედდა

საქსტატის გარემოს სტატისტიკის ახალი პორტალი ამოქმედდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის – გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა.

მისი სახელწოდებაა environment.geostat.ge. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, პორტალზე მარტივად აღსაქმელი ფორმით, თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ჰაერის, ბიომრავალფეროვნების, წყლის, კლიმატის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს ეკონომიკური ანგარიშების, ნარჩენების და გარემოსთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების შესახებ.

უწყების დირექტორის, გოგოტა თოდრაძის თქმით, პორტალი მომხმარებელს საშუალება ექნება, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით, შეძლოს ქვეყანაში არსებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის ანალიზი.

„პორტალი შედგება ცხრა მოდულისგან. პირველი მოდული – ჰაერის ხარისხი – მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ჰაერის დაბინძურების, გაფრქვევებისა და ქალაქებში ჰაერის ხარისხის უახლესი ტენდენციების შესახებ. მეორე მოდულში – ბუნება და ბიომრავალფეროვნება – წარმოდგენილია ინფორმაცია დაცული ტერიტორიებსა და ტყესთან დაკავშირებით. მესამე მოდულში – წყლის რესურსები – მომხმარებელი იღებს ინფორმაციას წყლის რესურსების გამოყენების თაობაზე. მეოთხე მოდული – ტრანსპორტი –  შედგება საქართველოს სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის ტენდენციების, ავტოპარკის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციისგან. მეხუთე მოდული – ენერგეტიკა – მომხმარებელს სთავაზობს ენერგიის მოხმარებისა და განახლებადი რესურსების შესახებ ინფორმაციას. მეექვსე მოდული – კლიმატი – ეხება ტემპერატურისა, ნალექების და სათბურის გაზების ემისიების ტენდენციებს. მეშვიდე მოდულში – გარემოს ეკონომიკური ანგარიშები – წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს მატერიალური რესურსების, მოხმარებისა და ვაჭრობის ტენდენციების შესახებ. მერვე მოდული – ნარჩენები – ასახავს სტატისტიკურ ინფორმაციას მუნიციპალური ნარჩენების შესახებ. რაც შეეხება ბოლო, მეცხრე მოდულს – სხვა – აქ წარმოდგენილია სასუქებისა და პესტიციდების მოხმარებისა და გამოყენების სტატისტიკა”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend