კატეგორიები

Reuters: „რუსნეფტმა“ საქართველოში ახლადამუშავებულ ქარხანას პირველი ტვირთი მიაწოდა

Reuters: „რუსნეფტმა“ საქართველოში ახლადამუშავებულ ქარხანას პირველი ტვირთი მიაწოდა
რუსულმა ნავთობკომპანიამ „რუსნეფტმა“ საქართველოში ახლადამუშავებულ ქარხანას პირველი ტვირთი მიაწოდა.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რიოტერსი“ ავრცელებს. საერთაშორისო მედიის ცნობით, საუბარია ყულევის ნავთოგადამამუშავებელ ცენტრზე.

„როიტერსი“ ეყრდნობა London Stock Exchange Group-ის მონაცემებს, რომელიც მთელ მსოფლიოში გემების გადაადგილების შესახებ ინფორმაციასაც ფლობს.

ამ ანალიზის მიხედვით, ერთ-ერთმა რუსულმა ტანკერმა „კაისერმა“ რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალში 6 ოქტომბერს 105 ათას 340 მეტრული ტონა ნავთობი მიიტანა.

„როიტერსის„ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია – “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური კავშირი, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პირობებში თბილისი ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს რუსეთთან – იმ დროს, როდესაც ქვეყნის დასავლურ სახელმწიფოებთან ურთიერთობები სუსტდება”.

ევრონიუს ჯორჯია ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები