მთავარისაქართველომაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკმაოდ კარგი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, რაშიდ მერედოვთან შეხვედრის შემდეგ.

მანვე თქვა, რომ მაღალი დონის შეხვედრები საქართველოსა და თურქმენეთს შორის „უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას აძლევს ბიძგს.“ მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ ამ კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, ერთობლივ ბრიფინგზე, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგასთან ნაყოფიერი საუბაარი ჰქონდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქმენეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის დოკუმენტთა გარკვეული პაკეტია შემუშავებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend