საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. თავდაცვის სამინისრტოს ცნობით, მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში კოლეგის – სურენ პაპიკიანის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.
“ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობა. მანვე განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ასევე დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.
სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა”- ნათქვამია განცხადებაში.


