მთავარისაქართველო„ADF International-ი სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. „აგენტების კანონის“ საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს“...

„ADF International-ი სტრასბურგის სასამართლოში ე.წ. „აგენტების კანონის“ საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს“ – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი ე.წ. „აგენტების კანონის“ საქმეში უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხოების დასაცავად“ (ADF International) მესამე მხარედ ჩართვას მოითხოვს.

საიას განმარტებით, ორგანიზაციამ წარადგინა წერილობითი პოზიციაც, სადაც ამბობს, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, დამოუკიდებელი მედია, დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია“.

წერილობითი პოზიციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის გარდა, გაერთიანების გაერთიანების თავისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით არის გარანტირებული.

ADF International-ის შეფასებით:

„ამ საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დაცვა აზრს დაკარგავს, თუ დაფინანსების წყაროებზე წვდომა დაცული არ იქნება, რომლებიც გაერთიანებებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მიზნები განახორციელონ, მათ შორის, ჰქონდეთ წვდომა უცხოურ ან საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე… რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობაა შემოღებული, ეს ქვეყნებია: რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი…“

ორგანიზაციის მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაერთიანების თავისუფლების დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ შექმნას და ფიზიკური პირების, ასევე, რელიგიურ და სხვა ჯგუფებთან რიგი დაკავშირებული უფლებების დაცვაზე უარყოფითად იმოქმედოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend