კატეგორიები

ტელეკომპანია „ფორმულა“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „ფორმულა“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „ფორმულა“ განცხადებას ავრცელებს არხის ჟურნალისტის, ქეთა ციცქიშვილის, დაკავებასთან დაკავშირებით. შსს მას, სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი არის კრიტიკული აზრის ჩახშობა… მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“.

განცხადებით ტელეკომპანია მოითხოვს ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, საერთაშორისო მეგობრებს კი ქმედითი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ქეთა ციცქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ადმინისტრაციული წესით 6-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული ტელეკომპანია „ფორმულას“ კიდევ ერთ ჟურნალისტსა და წამყვანს, ვახო სანაიას. პოლიციამ ის 19 ოქტომბერს დააკავა.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები