კატეგორიები

30-ზე მეტი მედიასაშუალების ერთობლივი განცხადება ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების შესახებ

30-ზე მეტი  მედიასაშუალების ერთობლივი განცხადება ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების შესახებ

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, მხარდაჭერას უცხადებს 30-ზე მეტი მედიაორგანიზაცია. მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ჟურნალისტის დაკავება „ქართული ოცნების“ მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ  ნაბიჯად არის შეფასებული.

„დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და „ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს „ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა“, – ნათქვამია 30-მდე მედიასაშუალების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც პლატფორმა „მედიაჩეკერი“ აქვეყნებს.

ვახო სანაია შსს-ს წარმომადგენლებმა გუშინ, 19 ოქტომბერს, გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლომ გუშინვე შეუფარდა 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

შსს-ს ცნობით, გუშინ, 19 ოქტომბერს, 14 პირი დააკავა. მათგან 9-ს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. მათი ნაწილი სიტყვიერი გაფთხილების საფუძველზე გათავისუფლდა. ასევე ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები