კატეგორიები

„ტექნიკური უნივერსიტეტი“ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღებას და გადაცემას ითხოვს

„ტექნიკური უნივერსიტეტი“ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღებას და გადაცემას ითხოვს

„ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს“ – ასე პასუხობს „საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორი კონსტანტინე თოფურია „ტექნიკური უნივერსიტეტის” რექტორის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ტექნიკური უნივერსიტეტი” ითხოვს, „საქართველოს უნივერსიტეტის” ქონება ჯერ დაყადაღდეს, შემდგომ კი, „ტექნიკურ უნივერსიტეტს” დაუბრუნდეს.

კონსტანტინე თოფურია ამბობს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და უნივერსიტეტმა იგი რამდენიმე მილიონად კანონიერად შეიძინა.

დღეს, 17 ოქტომბერს, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის” რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, მისივე სიტყვებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ მიტაცებული ქონების დაყადაღებისა და „ტექნიკური უნივერსიტეტის” მფლობელობაში დაბრუნების მოთხოვნით.

„ჩვენმა სპეციალისტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, სამართლისა და აუდიტის სამსახურებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და არსებობს ეჭვი, რომ საქმე სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები