კატეგორიები

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 16 პირი დააკავა. შს მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ.

მინისტრი ადასტურებს, რომ მათგან ერთ-ერთი გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილია, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

ძალოვან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გელა გელაძემ ასევე განაცხადა, რომ დაკავებულთა ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები