კატეგორიები

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტთა შორისაა. ევროპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა და განვითარების კომიტეტების წევრებმა პრემიის ფინალისტები დღეს, 16 ოქტომბერს, გამოავლინეს.

მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაშია პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი. ასევე „ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინიდან და ყველა კონფლიქტის ზონიდან“. სიაში არიან სერბი სტუდენტებიც.

გამარჯვებულის ვინაობა 22 ოქტომბერს გამოცხადდება. დაჯილდოების ცერემონია კი 16 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართება.

სახაროვის პრემია ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა. ევროპარლამენტი მას 1988 წლიდან გასცემს. პრემია გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საერთაშორისო სამართალსა და უმცირესობების უფლებებს იცავენ.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები