16 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შედგა „ანტიკრიზისული პლატფორმის“ პრეზენტაცია.
პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეს. როგორც მისი წევრები ამბობენ, აპოლიტიკური მოძრაობა წარმოადგენს ე.წ. „ქვემოდან-ზემოთ“ ინიციატივას, რომელიც ეფუძნება მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და ანალიტიკურ მუშაობას.
მათივე განმარტებით, პლატფორმის მიზანია, შექმნას გეგმა, რომელიც საქართველოს მშვიდობიანად და სისტემურად გამოიყვანს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან.
პლატფორმის წევრები ამბობენ, რომ მათი ხედვა დაფუძნებულია ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის მისწრაფებებზე, ქვეყანა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.