დოჰის სამიტზე „ინოვაცია და დიზაინი“ თავი მოიყარეს შემოქმედებმა მთელი მსოფლიოდან, რათა ერთად გაერკვიათ, თუ როგორ ცვლის დიზაინის ინდუსტრიას ხელოვნური ინტელექტი, მდგრადობის კონცეფცია, მოდა და არქიტექტურა.
დოჰა ძალიან სწრაფად ხდება შემოქმედების მსოფლიო ჰაბი, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს „ინოვაციისა და დიზაინის“ სამიტი. ეს ინტერაქტიური ფორუმი თვალის დახამხამებაში იქცა ისეთ ღონისძიებად, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო და რომელზეც იკრიბებიან დიზაინის, ბიზნესისა და ინოვაციის სფეროს ბრწყინვალე ტალანტები. წლევანდელ სამიტზე განიხილეს, თუ როგორ ცვლის შემოქმედებით პროცესს ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტერი.
ტექნოლოგიის გარდა გაიმართა მწვავე დისკუსიები არქიტექტურის, მდგრადობის, ტურიზმისა და პროდუქტის დიზაინის საკითხების ირგვლივ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინოვაცია მხოლოდ ესთეტიკას არ გულისხმობს და რომ მან მსოფლიოს დიზაინის ინდუსტრიის წინაშე მდგარი ყველაზე სასწრაფოდ მოსგვარებელი პრობლემები უნდა გადაჭრას. სამიტს ესწრებოდნენ ციფრული მხატვაარი ჟერონ ვან დერ მოსტი, ავტორი და დიზაინერი მანალ მარველოსი, არქიტეტორი აბდულაზიზ ალჰუმაიდჰი და თანამედროვე ხელოვანი კრისტელ ბეშარა. წლევანდელმა „ინოვაციისა და დიზაინის სამიტმა“ წინ თამამი იდეები წამოწია მდგრადობით დაწყებული და სოციალური გავლენით დამთავრებული. ერთი რამ ცხადია: კატარი მხოლოდ დიზაინს კი არ წარმოაჩენს, არამედ მისი საშუალებით სტიმულს აძლევს ბიზნესს, ინოვაციასა და მომავლის ახალ ხედვას.
ავტორი: ევრონიუსი

