მთავარიამერიკავენესუელავენესუელაში მაღაროს დატბორვას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში მაღაროს დატბორვას სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, ქალაქ ელ-კალიაოში მდებარე მაღაროში, წლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს.

მათივე ცნობით, შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც „14 დაღუპულის ამოყვანის“ ოპერაციებს ხელმძღვანელობს. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის და სავარაუდო რიცხვი სხვა მაღაროელთა ჩვენებს ეყრდნობა.

„როცა წვიმა დაიწყო, ყველაფერი ნორმალურად იყო. მდინარე კალაპოტიდან არ იყო გადმოსული. მოგვიანებით, დაახლოებით ოთხსაათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ, მაღაროში წყალმა ვულკანივით ამოხეთქა. სამი შახტა მუშაობდა და სწორედ იქ იქიყვნენ მაღაროელები, რომლებიც ზემოთ ვერ ამოვიდნენ“, – ამბობს მაღაროელი ხოსე რეინოსა.

„წყალი მორევად მოვარდა. სამი მაღაროელი შეიგნით შევიდა და უკან ვერარ ამოიყვანეს. ისინი წყალმა წაიღო. გავიგეთ ერთ-ერთი მათგანის დის ყვირილი. ერთს ვხედავდით – თითქოს ცურვას ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო“, – თქვა კდიევ ერთმა თვითმხილველმა დელისმარ გომეზმა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend