კატეგორიები

მარკ რუტე დასცინის რუსეთს „მობარბაცე” წყალქვეშა ნავის გამო

მარკ რუტე დასცინის რუსეთს „მობარბაცე” წყალქვეშა ნავის გამო

„დღეს რუსეთის საზღვაო ძალები ხმელთაშუა ზღვაში თითქმის აღარ არსებობს. ერთადერთი და გაფუჭებული წყალქვეშა ნავი პატრულირებიდან შინ ბარბაცით ბრუნდება“, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. მარკ რუტემ საფრანგეთის სანაპიროსთან ამოტივტივებულ რუსულ წყალქვეშა ნავზე იხუმრა და თქვა, რომ „რუსეთი ისეთი ძლიერი არ არის, როგორადაც თავს აჩვენებს“.

რუსული „ნოვოროსიისკი“ საფრანგეთის სანაპიროსთან გასულ კვირას გამოჩნდა. მოგვიანებით იგი ნიდერლანდების საზღვაო ძალებმა ჩრდილოეთის ზღვაში მიაცილეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უარყოფს, რომ წყალქვეშა ნავი ზედაპირზე ტექნიკური პრობლემის გამო ამოტივტივდა.

„რუსეთის ხმელთაშუა ზღვის ფლოტის ოდესღაც  გემების, წყალქვეშა ნავებისა და დამხმარე ხომალდებისგან შედგებოდა. დღეს კი, ფაქტობრივად, რუსეთის საზღვაო ძალები ხმელთაშუა ზღვაში თითქმის აღარ არსებობს. ერთადერთი და გაფუჭებული წყალქვეშა ნავი პატრულირებიდან შინ ბარბაცით ბრუნდება.

რამხელა ცვლილებაა ტომ კლენსის 1984 წლის რომანისგან „ნადირობა წითელ ოქტომბერზე“. ახლა ეს „უახლოესი მექანიკოსის ძიებას“ უფრო ჰგავს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ისეთი ძლიერი არ არის, როგორადაც თავს აჩვენებს, ის მაინც ძალიან საშიში რჩება. ამიტომაც, აუცილებელია, რომ მზად ვიყოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ნატოს სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
სხვა ამბები