ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ თუ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში აშშ ბელარუსის თუნდაც მცირე როლს დაინახავს, მინსკი მზადაა, პროცესში ჩაერთოს. ასევე ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ისინი ომის ახლავე შეჩერების მომხრეები არიან. მისივე მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტთან ბოლო შეხვედრამ აჩვენა, რომ რუსეთის მიზანი მშვიდობის დამყარებაა.
„თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და იქ ჩვენს თუნდაც მცირე როლს ხედავენ, მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ – მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა, უკრაინა უნდა არსებობდეს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ახლა ომი შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრება ეს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩემმა ბოლო შეხვედრამ რუსეთის პრეზიდენტთან აჩვენა, რომ რუსებისა და რუსეთის ხელმძღვანელობის მიზანია, რომ დაამყარონ მშვიდობა. ვერანაირი „ტომაჰავკები” ვერ გადაწყვეტენ ამ საკითხს“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

