კატეგორიები

პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია
ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დაფუძნებელს, მზია ამაღლობელს „ფორუმ 2000-ის“ ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 12 ოქტომბერს, პრაღაში გაიმართა. პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს ეს ჯილდო გადაეცა „როგორც ქართული წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოს სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის“.

„ფორუმი 2000“ არის ფონდი და ეს სახელწოფება აქვს კონფერენციასაც, რომელიც ჩეხეთში ყოველწლიურად იმართება. საერთაშორისო ჯილდო ფონდმა 2021 წელს დაარსა, განსაკუთრებული სამოქალაქო გამბედაობისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გადაეცემათ მოქალაქეებს ან ინსტიტუტებს რამდენიმეეტაპიანი შერჩევის შემდეგ.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ მზიას მეგობრები, კოლეგები და უფლებადამცველები. ღონისძებაზე იყო საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები