უზარმაზარი დარბაზი „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ ზარაფხანას კამპუსის ნაწილია. აქ ყველა ეტევა – სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლები თუ უნივერსიტეტის მეგობრები. წელს მრგვალი თარიღი არ არის, მაგრამ სტუდენტებს მაინც უხარიათ საყვარელი უნივერსიტეტის დღის აღნიშვნა. ეს კი უკვე მე-12 წელიწადია. ამ დღეს ბევრი ისაუბრეს განვლილი 12 წლის შედეგებზე. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კერესელიძემ კი დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტისა და მისი შვილობილი კომპანიების ერთწლიანი საქმიანობის თაობაზე უამბო.
ნიუ ვიჟენის რექტორი, გიორგი ბარკალაია თვლის, რომ ეს 12 წელი საკმაოდ წარმატებული იყო უნივერსიტეტისთვის.
„ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ 12 წლის განმავლობაში. ის ციფრები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გაჩვენოთ, რაც მოხდა 12 წლის განმავლობაში არის ძალიან შთამბეჭდავი. როგორ დაიწყო 0-დან და როგორ არის დღევანდელ დღეს განვითარებული. პირველ წელს სამი ქვეყნიდან გვყავდა სტუდენტები, დღეს კი 90-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს. ჩვენ ვიწყებდით ძალიან ნელი ტემპებით, თუმცა დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო უნივერსიტეტი ვართ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. რასაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ის „თაიმსის“ რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენ უკვე მეორე წელია, ვიღებთ მონაწილეობას. ამ რეიტინგში, მსოფლიო მასშტაბით ჩვენი უნივერსიტეტი 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არის დასახელებული. შედეგები შთამბეჭდავია და ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით, კიდევ წინ წავალთ და იმედი გვაქვს, რომ თუ წინა წელს 200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის ვიყავით, მომავალ წელს ახალ რეიტინგით ვიქნებით 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის”, – განაცხადა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორმა გიორგი ბარკალაიამ.
„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” 12 წლის იუბილეზე სტუდენტების გვერდით იდგნენ ის პროფესორები, რომლებიც უნივერსიტეტის განვითარებას გუნდთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდნენ.
„„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში” ვარ დაფუძნების დღიდან, ამ გუნდთან ერთად გავიარეთ თითოეული ნაბიჯი და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური და ღირებულია დღევანდელი დღე. წინ კიდევ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. „ნიუ ვიჟენი” ჩემთვის განსაკუთრებულად ღირებულია, რადგან ეს უნივერსიტეტი შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისთვის, რომ ისწავლონ კეთებით და პრაქტიკაში გამოცადონ ის ცოდნა და უნარი, რომელიც შემდგომ დასჭირდებათ დასაქმების ბაზარზე. ფაქტობრივად ჩვენ სტუდენტებს ჩვენგან ვუშვებთ უკვე მომზადებულებს რეალური ცხოვრებისთვის. ამასთანავე უნივერსიტეტი ძალიან გაიზარდა, განვითარდა, არაერთი შვილობილი კომპანია დააფუძნა და ყველაფერი იყო უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით.
განსაკუთრებით ღირებული ამ უნივერსიტეტში კიდევ ის არის, რომ ის არაკომერციული კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოგება და შემოსავალი ამ გაფართოების ფარგლებში, რაც შეიძლებოდა უნივერსიტეტს ჰქონოდა, ყველაფერი ისევ სტუდენტთა განათლებას ხმარდება”, – ამბობს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანი სოფიო ჩაჩავა.
შეკრება გრძელდებოდა, და იმავე დღეს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. რა იყო მათთვის „ნიუ ვიჟენში” სწავლისა და პრაქტიკული მუშაობის წლები. რა მიიღეს და რა მიაქვთ თან ცხოვრების გზაზე, ამაზე ბევრი ისაუბრეს იმ საღამოს:
„„ნიუ ვიჟენში” დავასრულე შედარებითი, კერძო და საერთაშორისო სამართალი. ვარ სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, ვიქრობ, რომ „ნიუ ვიჟენი” არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გახვიდე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მიიღო საერთაშორისო გამოცდილება და ეს 2 წელი ჩემთვის იყო კარგი გამოცდილება, მემოგზაურა ევროპის ქვეყნებში, მიმეღო განათლება და მქონდა შესაძლებლობა, რომ სამართლის განხრით უცხო ქვეყნების წარმომადგენლების გამოცდილების შესახებ მომესმინა”, – ამბობს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” კურსდამთავრებული ქეთევან ცინცაძე.
ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი. დავასრულე სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სტუდენტი ვიყავი, ეს შესანიშნავი გამოცდილება და შესაძლებლობა იყო ჩემთვის, ძალიან მიყვარს აქაურობა, ყველას ძალიან დიდი მადლობა”, – ამბობს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” კურსდამთავრებული ჩიომა ნენსი ოდუ.
მერე კი პულტთან საგანგებოდ მოწვეული დიჯეი მივიდა… მუსიკამ ბევრი აიყოლია და უნივერსიტეტში გატარებული წლების მოგონებები ახლა უკვე რიტმული მუსიკის ფონზე გაგრძელდა.
