კატეგორიები

პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება რუსულმა რაკეტამ გამოიწვია

პუტინმა აღიარა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდება რუსულმა რაკეტამ გამოიწვია

რუსეთი კომპენსაციას გადაუხდის 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მხარეები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მას შემდეგ, რაც ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაიძაბა.

შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ შემთხვევა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედებამ გამოიწვია. პუტინის თქმით, ინციდენტის მიზეზი გახდა ჰაერში მყოფი უკრაინული დრონი, რომელზეც რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ რეაგირება მოახდინა – ორი საზენიტო რაკეტა თვითმფრინავიდან რამდენიმე მეტრში აფეთქდა და ნამსხვრევებმა დააზიანა.

აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც გროზნოსკენ მიფრინავდა, 2024 წლის დეკემბერში რუსული საზენიტო რაკეტების აფეთქების შედეგად დაზიანდა და რამდენიმე საათში ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა. თვითმფრინავში 67 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ 29 გადარჩა. 38 დაღუპულიდან უმრავლესობა აზერბაიჯანის მოქალაქე იყო. სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობები მოსკოვსა და ბაქოს შორის.

Related news
მარკო რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება
სხვა ამბები