მთავარისაქართველოაზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი ანკარაში

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი ანკარაში

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ ისაუბრა, აღინიშნა ასევე ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის ძალისხმევა.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა.  სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.

2024 წელს მინისტერიალი საქართველოში გაიმართა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების სამმხრივ ფორმატში შეხვედრას თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend