მთავარისაქართველოალექსანდრ ლუკაშენკა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ალექსანდრ ლუკაშენკა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს, რაც, როგორც ამბობს, არის პარტიის შესაბამისობა პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის სტანდარტებთან.

ალექსანდრ ლუკაშენკას მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული კურსია საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის სუვერენული განვითარება.

„„ქართული ოცნების“ კანდიდატების დამაჯერებელი გამარჯვება არის კიდევ ერთი დასტური მათი პასუხისმგებლობის, სანდოობისა და პროფესიონალიზმის სტანდარტებთან შესაბამისობისა. ასევე ეს ადასტურებს თქვენს აღებულ კურსს, საზოგადოების კონსოლიდაციისა და ქვეყნის სუვერენული განვითარებისკენ“, – წერია ბელარუსის პრეზიდენტის მისალოც წერილში.

ალექსანდრ ლუკაშენკამ კენჭისყრის შედეგებით გამარჯვებულ კანდიდატებს „ერის რჩეულები“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ხელს შეუწყობენ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

„მიმაჩნია, ერის რჩეულები დიდ წვლილს შეიტანენ ქართულ-ბელარუსული კავშირებით გაღრმავებაში და ხელს შეუწყობენ ახალი სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტების რეალიზებას“, – ნათქვამია ალექსანდრ ლუკაშენკას მისალოც წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend