კატეგორიები

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მიმდინარეობს „მიმალვაში მყოფი“ კიდევ ოთხი პირის ძებნა, რისთვისაც ტარდება „შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით. ასევე, შსს-ს თანახმად, სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები