მთავარისაქართველოსაქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს ირაკლი კობახიძის განცხადებას

საქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს ირაკლი კობახიძის განცხადებას

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ „არ შეიძლება 80 წლის შემდეგ ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს“.

პლატფორმა X-ზე პეტერ ფიშერი წერს, რომ „გერმანია ეწინააღმდეგება ნაცისტურ გერმანიასთან დაკავშირებული ტერმინებისა და შედარებების გამოყენებას, რომლებიც ისტორიულად, პოლიტიკურად და მორალურად არასწორია“.

დიპლომატის განმარტებით, ასეთი ტერმინები და შედარებები „ცრუ შთაბეჭდილებებს ქმნის და აკნინებს ნაციზმის წინააღმდეგ დაღუპულთა ხსოვნას“.

8 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა – არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს… გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელებაა სამარცხვინო ტყუილები და განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვისმენთ“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend