პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც „ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
კაკაურიძის განმარტებით, დოკუმენტი შედგენილია კონსერვატიული მაკროეკონომიკური მიდგომების საფუძველზე და ითვალისწინებს ქვეყნის ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას. ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35.5 მილიარდ ლარს შეადგენს. მომდევნო წელსაც, ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს 9 მილიარდ ლარამდე. მინისტრის მოადგილის თქმით, წარმოდგენილი ბიუჯეტი ჯერ კიდევ პირვანდელი ვერსიაა და წლის ბოლომდე მზად არიან, პარლამენტის შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო ვარიანტი წარადგინონ. საკომიტეტო განხილვების გაგრძელების შემდეგ ბიუჯეტის პროექტი გავა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი მას საბოლოოდ დაამტკიცებს წლის ბოლომდე.
მთავარი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
– რეალური ეკონომიკური ზრდა – 5% (საშუალოვადიანში – 5.3%);
– მშპ-ის დეფლატორი – 4%;
– ბიუჯეტის დეფიციტი – 2.5%;
– ნომინალური მშპ – 110.5 მლრდ ლარი;
– მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე – 10,900 დოლარზე მეტი;
– ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 26.8 მლრდ ლარი (მშპ-ის 24.2%);
– სახელმწიფო ვალი – მშპ-ის 35%-ის ფარგლებში;
– 2026 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35.5 მილიარდ ლარს შეადგენს.