კატეგორიები

შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა 4 ოქტომბრის საქმეზე

შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა 4 ოქტომბრის საქმეზე

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე მხოლოდ დაკავებულთა ინიციალები დაასახელა: ვ.გ.; კ.ე.; მ.ლ. და ნ.გ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს „მიმალვაში მყოფი” კიდევ სამი პირის ძებნა, რისთვისაც ტარდება „შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით. ასევე, შსს-ს თანახმად, სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები