კატეგორიები

გერმანიაში ახალარჩეული მერი ცივი იარაღით დაჭრეს

გერმანიაში ახალარჩეული მერი ცივი იარაღით დაჭრეს

გერმანიის ქალაქ ჰერდეკეს ახალარჩეული მერი ირის შტალცერი ცივი იარაღით დაჭრეს.

მედიკოსების თანახმად, მისი მდგომარეობა კრიტიკულია – მას ჭრილობები აქვს მიყენებული მუცლისა და ზურგის არეებში.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი. პლატფორმა X-ზე მან დაწერა, რომ „დაუყოვნებლივ საჭიროა გამოძიების ჩატარება“.

ირის შტალცერი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია, რომელიც კოალიციაშია ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ” პარტიასთან.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ამ დროისთვის უცნობია დანაშაულის მოტივი, თუმცა მომხდარს უკავშირებენ 2019 წელს, „კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლის, ვალტერ ლიუბკეს მკვლელობას. ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საიმიგრაციო პოლიტიკას.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა გერმანული ბიზნესის ნაწილი და ულტრამემარჯვენე AFD სანქტ-პეტერბურგის ფორუმს დაესწრებიან
სხვა ამბები