დღევანდელ აქციას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ეხმიანებიან. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე დღეს ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბება ქართული სახელმწიფოს დასაბრუნებლად.
„ვნახეთ ე.წ საარჩევნო უბანთან მისული სრულიად დამფრთხალი და შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაექცა ყველანაირ შეკითხვას. აქ უკვე მთავარია, რას იტყვის ქართველი ხალხი. არ გვაინტერესებს, რას ამბობს ივანიშვილი. ფაქტია, რომ ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების უმრავლესობას სწორად აქვს გააზრებული, რომ დღეს ე.წ რუსული სპეცოპერაციის უბნებზე მისვლა არის ქვეყნის ღალატი. კარგია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები იქ არ მიდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს ასობით ათასი თანამებრძოლი შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე და იტყვის იმ სიტყვას, რომელიც საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
