მთავარისაქართველოდღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება

დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება

საქართველოს მასშტაბით 3061 საარჩევნო უბანი დღეს დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტში ახალ საკრებულოებსა და თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერებს აირჩევს. ამომრჩეველი 4-წლიანი ვადით 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს მისცემს ხმას.

ოპოზიციიდან კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას იღებს „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“.

არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პარტიების გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდა არჩევნებს – მათ შორის „სამართლიანი არჩევნები“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება ეუთო/ოდირიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend