მთავარისაქართველო„დაშავებულია შსს-ს 14 თანამშრომელი“ - ალექსანდრე დარახველიძე

„დაშავებულია შსს-ს 14 თანამშრომელი“ – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური განცხადება გააკეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მან მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობს.

ალექსანდრე დარახველიძის ცნობით, საქმე 4 მუხლით აღიძრა – სისხლის სამართლის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით, რომლებიც პოლიციელზე თავდასხმას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, ნივთის დაზიანება/განადგურებას, ჯგუფურ ძალადობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

შს მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან  მიმდინარე მოვლენების დროს დაშავდა 14 სამართალდამცველი. ალექსანდრე დარახველიძის ცნობით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მედიასთან თქვა, რომ უკვე მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები იმ პირთა დასაკავებლად, რომლებმაც მისივე განმარტებით, კანონი დაარღვიეს.

ალექსანდრე დარახველიძემ დემონსტრანტებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სამართალდამცველები უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend