კატეგორიები

არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში. აქციის ორგანიზატორები მას „სახალხო კრებას” უწოდებენ.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეიკრიბნენ რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე, სტუდენტებისა და ქართველი ემიგრანტების საპროტესტო მსვლელობები შეუერთდა.


.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ აქციის დაწყებამდე განაცხადა, რომ „დღეს არის დიდგორი. საქართველო იბრუნებს თავისუფლებას”.


.

დღესვე, 4 ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები