4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
უწყება პასუხობს საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მოთხოვნას.
კერძოდ, მერიის ინფორმაციით, განმცხადებელი მოითხოვდა ოთხ სხვადასხვა ადგილზე სცენის მოწყობას – თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარედ, პარლამენტის შენობის წინ, ოპერისა და ბალეტის თეტრის შენობის წინ და რესპუბლიკის მოედანზე.
დედაქალაქის მერიის განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს გახსნილი აქვს N7-ე საარჩევნო უბანი პირველი გიმნაზიის შენობაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იგეგმება დემონსტრაციის გამართვა.
